17 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
მუცოს რეაბილიტაციის პროექტს "ევროპა ნოსტრას" ჯილდო მიენიჭა

მუცოს რეაბილიტაციის პროექტი ევროპა ნოსტრას ჯილდოს მფლობელია - ევროპული მემკვიდრეობის პრიზი საქართველომ კონსერვაციის კატეგორიაში გამარჯვებისთვის დაიმსახურა.

ევროპა ნოსტრას ჯილდოს მფლობელი წელს 16 ქვეყნის 25 ლაურეატი გახდა. კონკურსში 150-მდე პროექტი მონაწილეობდა.

გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია პარიზში 29 ოქტომბერს გაიმართება.

„ჩვენთვის ეს უაღრესად სასიხარულო და მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, აღიარების თვალსაზრისით იმ სამუშაოების, რომლებიც ჩატარებული იყო წარმოუდგენლად რთულ კლიმატურ პირობებში, ძალიან რთულ რელიეფზე და მეორე მხრივ, ეს გახლავთ აღიარება იმ კულტურული მემკვიდრეობის, კიდევ ერთი მაგალითი კულტურული მემკვიდრეობის აღიარების, რომელსაც, ასე ვთქვათ, პანევროპული მნიშვნელობა და ღირებულება ენიჭება სწორედ აი, ამ ჯილდოთი,“ - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ.

დღის ამბები