17 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული დეპარტამენტის უფროსმა ინვენტარის შესაძენად აქცია გამართა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული დეპარტამენტის უფროსი პროტესტს განაგრძობს.

ბენო ჭელიძე საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის ხარჯებს დაითვლის და ინვენტარს შეიძენს.

ჭელიძის განცხადებით,  საავადმყოფოსთვის არ არის გადამზადებული კადრებიც.

მისი თქმით, ხელისუფლება საავადმყოფოს კერძო კომპანიისთვის გადაცემას გეგმავს.

პროტესტის ნიშნად საავადმყოფოს ახალი შენობის ეზოში კარვებია გაშლილი.

„ჩვენ გვინდა ერთადერთი რამ - ბიუჯეტში გამოიყოს ტექნიკის შესაძენად თანხა. ამის რესურსი არის, უბრალოდ, ნება არ არის. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ პერმანენტულ აქციებს აი, კარვების სახით, მჯდომარე აქციებს პერიოდული გამწვავებებით, ანუ მომავალ შაბათს კვლავ ვაპირებთ მასშტაბურ აქციებს მოსახლეობის მონაწილეობით და ასეთ მსგავს ქმედებებით გავაგრძელებთ საბოლოო გამარჯვებამდე, სანამ ბიუჯეტში ფული არ ჩაიდება, არ აღიჭურვება და არ გავა ეს საავადმყოფო ფუნქციონირებაში,“ - განაცხადა ჭელიძემ.

დღის ამბები