17 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
შენობების შშმ პირებისთვის ადაპტირება - კანონპროექტს დღეს პარლამენტი განიხილავს

მშენებლობის ნებართვის გაცემის ახალი სტანდარტი - კანონპროექტს დღეს პარლამენტი განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს სავალდებულო ხდება ყველა შენობის  შშმ პირებისთვის ადაპტირება.  ყველა სხვა შემთხვევაში მშენებელი 1000-დან 20 000 ლარამდე თანხით დაჯარიმდება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სანქციები გეოგრაფიული არეალისა და სამშენებლო კლასების მიხედვით დაწესდება.

„მშენებლობის პროცესში შშმ პირთა საჭიროების არ გათვალისწინებაზე დაწესდება სანქციები და ეს მექანიზმი იმუშავებს არსებული პრობლემების აღმოფხვრამდე. ასევე, სანქციები განისაზღვრება გეოგრაფიული არეალისა და სამშენებლო კლასების მიხედვით. ზედამხედველობის არეალში მოექცევა ხუთივე კლასი შენობა-ნაგებობები და ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება ათასიდან ოცი ათას ლარამდე მშენებლობის მოცულობისა და მნიშვნელობის მიხედვით. განისაზღვრება ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანო და ეს იქნება მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურები,“- განაცხადა იონათამიშვილმა.

დღის ამბები