17 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა იტალიაში - ავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ გადაბრუნდა

იტალიაში ტურისტული ავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, ავარიაში მოჰყვა. შემთხვევა ქალაქ სიენას მახლობლად მოხდა. ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაიღუპა 40 წლის ქალი. ის, სავარაუდოდ გიდი იყო, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა, 4 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ავარიის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად წვიმის შემდეგ სველი ასფალტი სახელდება. ავტობუსში სულ 50 ტურისტი იმყოფებოდა.

საქართველოს გარდა მგზავრები რუსეთის, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებიც იყვნენ. ავტობუსი სიენადან ფლორენციაში მიდიოდა.

დღის ამბები