17 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
ეს მაჩვენებლები არის სწორი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე უმუშევრობის შემცირებაზე საქსტატის მონაცემებს ენდობა

ეს მაჩვენებლები არის სწორი - ასეთია ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის პასუხი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე.
საუბარია უმუშევართა სტატისტიკაზე, რომელიც საქსტატის მონაცემებით ბოლო 15 წლის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმზეა.  რამდენიმე თვის წინ ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაც ისაუბრა. გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ სწორედ საქსტატის მონაცემებით ხელმძღვანელობს ფინანსთა სამინისტროც.

„მინისტრმა გამოიყენა ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც აქვს სტატისტიკურ სამსახურს და მე მჯერა, რომ ეს მაჩვენებლები არის სწორი. უმუშევრობის დონე რაც პროცენტულ გამოსახულებაში აისახება არის ისტორიულ მინიმუმზე. ფინანსთა სამინისტრო არ არის ის უწყება, რომელიც სტატისტიკას აწარმოებს, ჩვენ ვიყენებთ იმ სტატისტიკურ მონაცემებს და იმ მეთოდოლოგიით გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს რომელიც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში არსებობს საქართველოში,“-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ოპოზიცია კი თვლის, რომ ხელისუფლება ვირტუალურ რეალობას ქმნის და ამ მიზნით ოფიციალურ მონაცემებს აყალბებს, რადგან ქვეყანაში უმუშევრობა ნომერ პირველი უმძიმესი პრობლემაა. 

დღეს საქსტატის ხელმძღვანელმაც აღიარა, რომ უმუშევართა რიცხვი კი არ შემცირდა, არამედ მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც სამსახურს აღარ ეძებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები