თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას მთავრობისა და სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ესწრებოდნენ.
შეკრებილებს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა და საქართველოში განათლების კუთხით დაწყებულ რეფორმებზე ილაპარაკა. ბახტაძის თქმით, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება.