17 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
კალაძემ ტაქსისტები მწარედ მოატყუა -„ლეიბორისტული პარტია“ და ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფი აქციების ახალ ტალღას იწყებს

„ლეიბორისტული პარტია“ და ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფი საპროტესტო აქციების ახალ ტალღას იწყებს. ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის“ ერთ -ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ ტაქსის მძღოლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გუგავა დედაქალაქის მერს ტყუილში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ის მოთხოვნები, რომლებიც მძღოლებს გააჩნდათ, ისევ შეუსრულებელი რჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერს კახი კალაძეს ჰქონდა გონივრული ვადა იმისათვის, რათა სამართლიანად გადაეწყვიტა ტაქსისტების პრობლემები, მან ტაქსისტები მწარედ მოატყუა და როგორც იტყვიან „გადააგდო“, რის გამოც ის მიიღებს შესაბამის პასუხს. „ლეიბორისტული პარტია“ და ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფი იწყებს საპროტესტო აქციების ახალ ტალღას. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ამ ადამიანების, ტაქსისტების სამართლიანი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული,“- განაცხადა გუგავამ.

ტაქსის მძღოლები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2019 წლის ოქტომბრიდან ავტომანქანა თეთრ ფერში უნდა გადაღებონ. გარდა ამისა, ისინი ქუჩიდან მგზავრების აყვანის აკრძალვას არ ეთანხმებიან.

დღის ამბები