17 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ვენეციის ბიენალეს დაუპატიჟებელი სტუმარი - ბრიტანელმა ქუჩის მხატვარმა ბენქსიმ საკუთარი ნახატები გამოფინა

ვენეციის ბიენალეს დაუპატიჟებელი სტუმარი - ბრიტანელმა ქუჩის მხატვარმა ბენქსიმ პრესტიჟულ გამოფენაზე საკუთარი ნახატები გამოფინა. აღნიშნული ფაქტის  ამსახველი ვიდეომასალა  მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც სავარაუდოდ თავადაც ჩანს.

ბენქსმა ნახატები კომპოზიციურად ისე დაალაგა, რომ საბოლოოდ ვენეციის არხში იახტის სურათი შექმნა. კომპოზიციას წარწერაც მიუძღვნა -  “ვენეცია ნავთობში“.

გამოვფინე ჩემი ნამუშევრები ვენეციის ბიენალეზე.  მართალია, ის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა, მაგრამ მე იქ რატომღაც არ მიმიწვიეს,“- აღნიშნა სოციალურ ქსელში ბენქსმა.

ვიდეომასალაში ისიც ჩანს, რომ არტისტს ნებართვის არქონის გამო ადგილს სამართალდამცველები ატოვებინებენ.

დღის ამბები