ბათუმელი ივა ყურშუბაძე ნათესავებს მუქარაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ნათესავები იმ განცხადების გამო ემუქრებიან, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
როგორც ივა ყურშუბაძე ჰყვება, მას შემდეგ, რაც მან ლგბტ თემის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, მისი ახლო ნათესავები ბებიასთან მივიდნენ ერთ-ერთ სოფელში და დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით.
„დამემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, განადგურებით, რომ მე შევარცხვინე გვარი ჩემს მიერ გაკეთებული ინტერვიუთი და ამით შეიკრა სანათესაო, დაჯგუფება ასე ვთქვათ და წავიდა ჩემზე მუქარების შემცველი შეტყობინებები, შემოთვლები, რომ სოფელში არ ამოხვიდე, გაგანადგურებთ, მოგკლავთ, ეს რა გააკეთე, გვარის შეურაცხმყოფელი საქციელი იყო ეს, შენ არ გეპატიება და ამას სისხლით ჩამოვრეცხავთ ამ დიდ სირცხვილს. ბებიაჩემთან იყვნენ მისულები ეს ნათესავები. მე ვერ ვახერხებ სოფელში ასვლას, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ მე რაიმეს დამიშავებენ“ - ამბობს ივა ყურშუბაძე.
საქმე 151- ე მუხლით მუქარის ფაქტზე აღიძრა. ივა ყურშუბაძის ინტერესებს საია იცავს. უფლებადამცველის თქმით, მოხდა რამდენიმე პირის იდენტიფიცირებაც.