ლარის რეკორდული ვარდნა - საბანკო სექტორის ერთი ნაწილი მთავარ მიზეზად, თურქული ლირის გაუფასურებას ასახელებს.
საქართველოს ბანკის პრეზიდენტი და ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებენ, რომ ლარი მოკლევადიან რყევას განიცდის და ყველა მონაცემი არსებობს იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა ახლო მომავალში დასტაბილურდეს.
„სპეციალისტების ფუნდამენტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ლარის კურსი შესაძლებელია, რომ უფრო მიმართული უნდა იყოს გამყარებისკენ მოკლე მომავალში. იმასთან შედარებით, რა კურსიც დღეს დაფიქსირდა. საგარეო ფაქტორების ნაწილი, შეწონილი რასაც ჰქვია, მიგვითითებს იმისკენ, რომ ცოტა უფრო მყარი უნდა იყოს დღეს ლარი. ეს მოკლე რყევები შეიძლება მოლოდინებიდან გამომდინარე იყოს ან გარკვეული ტიპის რისკების აღქმიდან გამომდინარე“ - განაცხადა ”საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.