17 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე კლანს აქვს საშუალება, დანიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე - ანა დოლიძე მოსამართლეთა კენჭისყრაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის. კონკურსი, რომელიც ნახევარ წელზე მეტია მიმდინარეობს დასრულდა. საბჭო დღეს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების ვაკანტურ ადგილებზე მოსამართლეებს დანიშნავს.

სულ 72 კანდიდატი და 43 ვაკანტური ადგილია. კანდიდატებს შორის არიან ცნობილი თანამდებობის პირი მოსამართლეები, რომლებსაც სხვადასხვა სასამართლოებში გადასვლა სურთ. მათ შორის საბჭოს 4 წევრია.

„ეს არის კლანის დიდი გადალაგება, ამ პროცესის მნიშვნელობით, რომელიც ძალიან დაშორებულია კონკურსის იდეას, კლანის წევრები გადალაგდნენ ერთი თანამდებობიდან მეორეზე, ამის საშუალებას იძლევა ის სრული ფარსი, რომელიც საქართველოს პარლამენტს შექმნილი აქვს საკონკურსო პროცედურის საშუალებით.

როგორც არაერთხელ ვთქვი, იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე კლანს აქვს სრული საშუალება, რომ ის დანიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე სასამართლოში,“-ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.  

დღის ამბები