ლექტორის მიერ სექსუალური შევიწროების საქმეზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისციპლინური კომისიის სხდომა დაიხურა.
დახურვის ინიციატორი სტუდენტია და მისი იურისტი. 7 კაციანი დისციპლინური კომისია ლექტორის მიერ სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაზე ამ წუთებში მსჯელობს.
სხდომა დაიხურა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
„მოვისმენთ სტუდენტის პოზიციას და დავგეგმავთ მომავალი სხდომის სამუშაო გეგმას. მიზანი არის,რომ სიმართლეს მოეფინოს ნათელი,“-ამბობს დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე ანზორ ბერიძე.