ჭიათურაში პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს - ხვალიდან 7 ადამიანი მოშიმშილეებს შეუერთდება და კომპანიისგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ამ გზით მოითხოვს.
ქალაქში ყველა მაღარო გაჩერებულია. სამსახურში გასვლაზე ისევ უარს ამბობს სამი ათასზე მეტი დასაქმებული.
მათი მოთხოვნები უცვლელია - ისინი ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
დღეს ორმა მუშამ პირი ამოიკერა, რის გამოც ცუდად გახდნენ და სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ მოშიმშილეებიც.
გაფიცულები „ჭიათურ მანგანუმის“ შენობასთან რჩებიან და სახალხო დამცველის მისვლას ელოდებიან.