17 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან - ჩიჩხიტურთან და აღდგომის ტაძართან მისასვლელი გზა ჩაკეტილია

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი დავით გარეჯის ფერდობებიდან მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან.

გზის გასაყვან სამუშაოებს აზერბაიჯანული მხარე შეუჩერებლად აწარმოებს. იზრდება გზის მშენებლობის მასშტაბებიც. კადრები, თუ როგორ გაჰყავთ გზა მძიმე ტექნიკისა და ბულდოზერების დახმარებით დრონის მეშვეობით ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" წევრებმა გადაიღეს.

"სამწუხაროდ აზერბაიჯანული მხარე არ ჩერდება მთელი დღეა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ გავზომეთ ის მანძილი, რა მანძილიც სამი დღის განმავლობაში დაფარეს აზერბაიჯანელმა მუშებმა, ეს არის კილომეტრი და დაახლოებით 300 მეტრი, ჩვენი გათვლებით ეს სამუშაოები მორჩება ორ დღეში.

"ვხედავთ აქ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს, ისინი ფაქტობრივად გადმოსულები არიან საქართველოს კონტროლირებად  ტერიტორიაზე. დაკეტილია ყველა მისასვლელი ბილიკი ჩიჩხიტურთან და უდაბნოს მონასტერთან. ერთ-ერთი ვერსიით ეს გზა მზადდება იმ პროვოკაციისთვის, რაზეც ჩვენ დაახლოებით ათი დღეა ვსაუბრობ, ვგულისხმობ აზერბაიჯანელ აქტივისტებს, რომლებიც გეგმავენ დავით გარეჯში შემოსვლას, ამ წუთისთვის რა ინფორმაციაც არსებობს. ეს არის ორი ავტობუსის შემოსვლა, ისინი გეგმავენ ჩამოსვლას აზერბაიჯანის დროშებით, თავიანთი ტრანსფარანტებით, გეგმავენ  აქ დავით გარეჯის კომპლექსში შემოსვლას და ამ თავიანთი ატრიბუტიკის წარმოჩინებას,“-ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი დავით ქაცარავა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები