17 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
მოვითხოვთ, განგვემარტოს სახელმწიფოს მხრიდან, რა პროცესები მიმდინარეობს დავით გარეჯში - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 

დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს ქართველი გიდები მთავრობის კანცელარიასთან აპროტესტებენ.

მათი თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ უშედეგო მოლაპარაკებები დაასრულოს, პრემიერისგან კი კითხვებზე ნათელი პასუხების მიღებას ითხოვენ.

გიდები ამბობენ, რომ მათ  დეტალურ ინფორმაცია სჭირდებათ, უნდათ იცოდნენ, რას გეგმავს მთავრობა, ვისთან იმართება მოლაპარაკებები და რა პირობებს უყენებს საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა და მთავრობამ არ უნდა დათმოს არც ერთი მონაკვეთი და ეკლესია-მონასტერი. მათი თქმით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რადგან ამ ტერიტორიაზე ბულდოზერებით მუშაობა კომპლექსს საფრთხეს უქმნის.  

„მოვითხოვთ, დროულად განგვემარტოს სახელმწიფოს მხრიდან რა პროცესები მიმდინარეობს იქ. რა ეტაპზე საზღვრის დემარკაციის პროცესი, რატომ შევიდა იქ აზერბაიჯანული ტექნიკა და  რა გეგმები აქვთ. ასევე ვითხოვთ, საინიციატივო ჯგუფს შეგვხდეს პრემიერი,“-ამბობს აქციის მონაწილე, გიდი ირაკლი ჯაფარიძე.

დღის ამბები