17 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ჩიჩხიტურის ციხის მიმდებარედ აზერბაიჯანული მხარე გზის გაყვანას განაგრძობს - "კურიერის" ექსკლუზიური კადრები

ჩიჩხიტურის ციხის მიმდებარედ აზერბაიჯანული მხარე მძიმე ტექნიკით გზის გაყვანას განაგრძობს - "კურიერმა“ ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრები მოიპოვა.

ტერიტორიას, სადაც გზა გაჰყავთ, აზერბაიჯანი აკონტროლებს, თუმცა საბოლოო დანიშნულების ადგილი, ჩიჩხიტურის ციხეა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა და ქართული მემკვიდრეობის ძეგლია.

კადრების გადაღებიდან მალევე ტერიტორია „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ქართველმა მესაზღვრეებმა დაატოვებინეს.

დღეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეც გადმოვიდნენ, ეს ფაქტი კი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა, აეროგადაღების კამერით დააფიქსირეს.

დავით გარეჯის ფერდობთან და აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი ყველა ბილიკი ჩაკეტილია. ქართველი მესაზღვრეები გადაადგილების უფლებას არც ადგილობრივებს და არც ტურისტებს არ აძლევენ.

რამდენად ადეკვატურია პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებას დავით გარეჯთან მიმართებაში აქვს, ამ საკითხზე დღეს დავით გარეჯის სამონასტრო ლავრის არქიმანდრიტმა კირიონმა ისაუბრა. სატელეფონო ინტერვიუში სასულიერო პირი ამბობს, რომ სრულ გაუგებრობაში არიან და ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

დავით გარეჯში აღდგომის ტაძართან მისვლა 15 აპრლის შემდეგაა აკრძალული. საკითხზე მომუშავე ქართულ-აზერბაიჯანული კომისიის მუშაობის პარალელურად შეზღუდვა პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად დაწესდა, თუმცა აზერბაიჯანის მხარეს გზის მშენებლობა მაინც მიმდინარეობს.

დღის ამბები