17 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხზე იმსჯელეს

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც სახელმწიფო საზღვრის გავლების და ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთის საკითხები განიხილეს. 

სხდომის შედეგების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად მოხდება შეუთანხმებელი მონაკვეთების დათვალიერება, სადაც მონაწილეობას ექსპერტებიც მიიღებენ. ამის პარალელურად კი მოხდება შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება.

ქართული მხრიდან დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი, ლაშა დარსალია, ხელმძღვანელობდა, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან - აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში, ხალაფ ხალაფოვი.

შეხვედრაზე ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის ექსპერტები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

კომისიის მორიგი სხდომა თბილისში გაიმართება, თუმცა, ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

 

 

დღის ამბები