დამოუკიდებლობის დღეს სამოქალაქო აქტივისტები დავით გარეჯში აღნიშნავენ. მათივე თქმით, დამოუკიდებლობის დღეს დავით გარეჯში სიმბოლურ აქციას მოაწყობენ.
სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ხვალინდელი ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური იქნება. ისინი ჩიჩხიტურის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანული მხარის მიერ გზის გაყვანის სამუშაოებს აპროტესტებენ.
დავით გარეჯში აღდგომის ტაძართან მისვლა 15 აპრლის შემდეგაა აკრძალული. საკითხზე მომუშავე ქართულ-აზერბაიჯანული კომისიის მუშაობის პარალელურად შეზღუდვა პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად დაწესდა, თუმცა, აზერბაიჯანის მხარეს გზის მშენებლობა ამ დრომდე არ შეუწყვეტია.