ქუთაისში დამოუკიდებლობის დღე აქციის ფონზე გაიმართა. მოძრაობის "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრებმა და მოქალაქეებმა ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს. შეკრებილების თქმით, ქვეყანაში შრომითი უფლბების დაცვა პრიორიტეტი უნდა იყოს.
აქციის მონაწილეები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და რეგიონების მიმართ ხელისუფების დამოკიდებულება გააპროტესტეს.
"ზოგადად, შრომითი უფლებების დაცვა ქვეყანაში უნდა იყოს პრიორიტეტი. ჭიათურა კარგი მაგალითია, როგორ არიან ადამიანები და როგორ არის შრომითი პირობები დაცული ამ ქვეყანაში. ჭიათურის მსგავსი პრობლემებია მთელს ქვეყანაში, ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებთ ჭიათურელ მაღაროებს და მთელ ჭიათურას. ამავდროულად, ვაპროტესტებთ ხელისუფლების პოლიტიკას რეგიონებში და მოვუწოდებთ მათ მეტად იზრუნონ რეგიონებზე და მოსახლეობაზე. ქვეყნის დამოუკიდებლობა გულისხმობს, ადამიანების დამოუკიდებლობას და დაცვას ამიტომ, 26 მაისს სიმბოლურად დავამთხვიეთ,"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში გუშინაც გაიმართა. ჭიათურელი მაღაროელები, სამუშაო პირობების გაუმჯობესების გამო, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.