ბიძინა ივანიშვილის პიროვნული რეიტინგი უფრო და უფრო ეცემა. ბოლო პერიოდში ორი სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა - NDI-ისა და IPSOS-ის და ორივეში "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ისეთი უარყოფითი მაჩვენებლები აქვს, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონია.
„ქართული ოცნების“ ლიდერი პოპულარობის მეთხუთმეტე ადგილზე ჩამოვიდა. NDI-ის კვლევაში პირველ ადგილზე სერგეენკოა, მეორეზე კახა კალაძე, მესამეზე კი მიხეილ სააკაშვილი.
ბიძინა ივანიშვილს რეიტინგში მისივე თანაპარტიელებმაც გაუსწრეს.
წინა წლებთან შედარებით, მოქალაქეები გაცილებით უარესად აფასებენ მთავრობის მუშაობას.
NDI-ის კვლევების შედეგების არ სჯერა მმართველ პარტიას. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათი მუშაობა მოქალაქეებმა შუალედურ არჩევნებში შეაფასეს.