უბედური შემთხვევა ლაგოდეხში - „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ გაიტაცა. 16 წელის გოგონას ძებნა ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან როგოც რეინჯერები, ასევე მაშველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გოგონას პოვნა რთულდება. ძებნა მიმდინარეობს როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე - წყალში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.