17 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
ზესტაფონში, რკინიგზის საწყობში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

შემთხვევა ზესტაფონში - რკინიგზის საწყობში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. გამორიცხული არ არის პაციენტს ფეხის ამპუტაციაც დასჭირდეს.

ექიმის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის დროს პაციენტს ორივე ფეხის მოტეხილობა და შოკი აღენიშნებოდა.

საავადმყოფოშია გადაყვანილი მეორე დაშავებულიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე დღეს ორი თანამშრომელი დაშავდა. შემთხვევა საწყობში მოხდა, სადაც მათ რელსები დაეცათ. 

დღის ამბები