გურამიშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს სარამოს 04:00 საათისთვის მოხდა. სატვირთო ჯერ მსუბუქ ავტომანქანას, შემდეგ კი მაღაზია სუფთა სახლის კედელს შეეჯახა. ინციდენტის დროს დაშავებულებს შორის ერთი 4 თვის ჩვილია. მას სახის არეში მრავლობითი ექსკორიაციები და ტვინში სისხლჩაქცევა აღენიშნება.
„გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოყვანილი იქნა 4 თვის ჩვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ექსკორიაციები სახის და თავის არეში. გაეწია გადაუდებელი დახმარება. ჩატარებული კომპიუტერული კვლევით ვლინდება ტვინში სისხლჩაქცევა. ამ ეტაპზე პაციენტი მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება შესაბამისი მკურნალობა,“-განაცხადა ექიმმა ნინო დადვანმა.
შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში კიდევ ორი პაციენტი გადაიყვანეს. 59 წლის ქალი და 22 წლის მამაკაცი. ორივეს მარჯვენა წვივის მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. თუმცა ექიმები არ გამორიცხავენ, რომ 22 წლის მამაკაცს რომელსაც ფეხზე ღია მოტეხილობა აქვს, ოპერაცია დასჭირდეს.
„ამ ეტაპისთვის კონსულტირებულია ქირურგის მიერ. უტარდებათ პირველადი ქირურგიული დამუშავება და ნაკერების დადება. სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ აღენიშნება ქალბატონს და მამაკაცი 22 წლის, რომელსაც აღენიშნება მასაც მარჯვენა წვივის სახსრის ღია მოტეხილობა დამსხვრეული მოტეხილობა კონსულტირებულია ტრავმატოლოგიის მიერ. გადაწყდება ოპერაციის საკითხი,“-განაცხაა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ბარაბაძემ.