17 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი გადადგა

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი, აკაკი გურჯიძე გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

"ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობა დატოვოს.

"ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია,"- აღნიშნულია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებს. დაკეტილია ყველა საზოგადოებრივი დაწესებულება, სკოლები და მაღაზიები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მაღაროელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ და ისინი შესაბამის ანაზღაურებას ვერ ღებულობენ, მათ ოჯახებს კი უკიდურესად უჭირთ.

დღის ამბები