17 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
13 დღიანი პროტესტი ჭიათურაში შეწყვეტილია - მაღაროელები დამსაქმებლებთან შეთანხმდნენ

13 დღიანი პროტესტი ჭიათურაში შეწყვეტილია - მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის წინადადებას დათანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, მათ ხელფასის 25% დაუყოვნებლივ მოემატებათ, წლის ბოლომდე კი ანაზღაურება კიდევ 10%-ით გაიზრდება. 

ბოლო 11 დღე გაფიცულების ნაწილი შიმშილობდა. რამდენიმე მათგანს სამედიცინო დახმარების გაწევაც დასჭირდათ.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე, განცხადება გაავრცელა ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზმა,“ რომელშიც აღნიშნულია, რომ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი, აკაკი გურჯიძე გადადგა. 

დღის ამბები