17 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
აქცია დავითგარეჯში - მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად თბილისიდან გიდები გაემგზავრნენ

დავით გარეჯში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას გიდები უერთდებიან. ისინი ცოტა ხნის წინ თბილისიდან დავით გარეჯში გაემგზავრნენ.

გიდების აზრით ხელისუფლება უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ საკითხის მოგვარებაში და პრობლემა ორმხრივი მოლაპარაკებით გადაწყდეს. გიდებთან ერთად დღეს გარეჯში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც ჩავლენ. ისინი მათთან ერთად გააპროტესტებენ, იქ განვითარებულ მოვლენებს და მხარდაჭერას გამოხატავენ.  

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანის მთავრობასთან ერთად შეთანხმებულად გადაწყვიტონ და საბოლოოდ გადაწყდეს ეს საკითხი, რაც ძალიან გაურკვეველი არის და რაც ყველასთვის მიუღებელია. ეს ადგილები იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს შემადგენლობაში,“-ამბობს გიდი ავთანდილ ვეკუა.

გიდები დავით გარეჯში ჩასასვლელად დილით პარლამენტთან შეიკრიბნენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან აქცია-მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ. 

დღის ამბები