17 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
ია კერზაიას საქმე - ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს 

ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს - მას სურს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების შესახებ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას გაეცნოს.

შენგელიას აინტერესებს, რა ეტაპზეა და რატომ გრძელდება გამოძიება ამდენ ხანს. პარალელურად, შენგელია დღეს სააპელაციო სასამართლოსაც მიმართავს და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაუქმებას ითხოვს.  ბაჩანა შენგელია, ინსპექტირების დასკვნას და განათლების მინისტრის იმ ბრძანებას ასაჩივრებდა, რომლის საფუძველზეც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გაათავისუფლეს.

„ვითხოვ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას, ბატონ შალვა თადუმაძესთან ვითხოვ კონკრეტული ვადის თქმას,როდის დაასრულებენ გამოძიებას, ექვსი თქვე გავიდა გამოძიებიდან და შესაბამისად მაინტერესებს კონკრეტული ვადა თუ როდის დასრულდება ეს საქმე და ასევე ვითხოვ საქმის გაცნობას,"-ამბობს შენგელია. 

ამ ანტიკონსტიტუციურ და უკანონო გადაწყვეტილებას ვასაჩივრებ სააპელაციო სასამართლოში, კერძო საჩივრით, ვითხოვ მის გაუქმებას და ვითხოვ,რომ სასამართლომ არსებითად განიხილოს ეს საქმე,“-ამბობს ბაჩანა შენგელია.

დღის ამბები