17 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ქვეითი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლისა და სულხანიშილის ქუჩების კვეთაზე მოხდა. "ტოიოტას" და "ნისანის" მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შემდეგ ერთ-ერთი მოცურდა და გაჩერებაზე მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავდა მძღოლი ქალბატონი, რომელიც ტოიოტას მართავდა. ის მსუბუქი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მაშველები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

დღის ამბები