17 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურის კოშკამდე - აერო გადაღების კამერით გადაღებული კადრები დავით გარეჯიდან 

„კურიერის“ აერო გადაღების კამერა ახლა დავით გარეჯის თავზე მუშაობს - აღდგომის ტაძართან მსვლელობის მონაწილე პირთა ნაწილი უკვე მივიდა.

ადგილზე იმყოფებიან სასულიერო პირები, მათი მრევლის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.

აქცია-მსვლელობა ლავრიდან დაიძრა და აღდგომის ტაძრამდე ჯერ მხოლოდ ნაწილმა მიაღწია. საბოლოოდ კი აღდგომის ტაძართან შეკრებილი აქციის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვს ჩიჩხიტურის კოშკამდე გაავლებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია საქართველოს ხელისუფლებას, მეზობელ აზერბაიჯანს და საერთაშორისო საზოგადოებას მშვიდობიანი საპროტესტო ხმა გააგონონ და უთხრან, რომ დავით გარეჯი საქართველოა.

სიმბოლურად, სამოქალაქო აქტივისტებმა აღდგომის ტაძართან საქართველოს დროშა აღმართეს.

მასშტაბური აქცია დავით გარეჯში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები დავით გარეჯში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მსვლელობით აღნიშვნას აპირებდნენ.

როგორც ცნობილია, მსვლელობა დავით გარეჯში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები