თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე, ე.წ ჩანჩქერთან, კამპანიის „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ზაფხულის სეზონზე ამ ტერიტორიაზე ყოველ წელს ადამიანები იღუპებიან და ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი ადგილია საქართველოში.
მათი განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს ობიექტზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არიან მაშველები.
„თბილისის მერიისგან მოვითხოვთ იმ ქმედების განხორციელებას, რომ აქ მოხდეს დაცვა ამ ადგილის სათანადოდ, რათა სხვა ბავშვები მომავალში, ამ ადგილას არ იყვნენ სასიკვდილო საფრთხის ქვეშ. 2015-16-17 წლებში არის 6 ადამიანი კონკრეტულად ამ ადგილას დაღუპული,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.