17 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
სოციალური მომსახურების სააგენტო 31 მაისს ბათუმში "დასაქმების ფორუმს" გამართავს

31 მაისს ბათუმში, სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმში“,  სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ფორუმის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება  წარმოადგენს.  

დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 50-მდე კომპანია 2000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. ფორუმზე სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს.  

სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და  ენერგეტიკის სფეროებიდან არის.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავებ, worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.  ფორუმის მიმდინარეობისას კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს  დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო  პროგრამებსა  და სერვისებს დეტალურად გააცნობენ.

"ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ www.ssa.gov.ge-ს, გადახვიდეთ დასაქმების ფორუმის სარეგისტრაციო ბანერზე და დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ დროს (15:00 საათიდან 18:00 საათამდე). ფორუმზე  რეგისტრაცია შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე," - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ბათუმის დასაქმების ფორუმი 31 მაისს, 15:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

დღის ამბები