ხელისუფლებას სიმართლის დადგენის ეშინია - ამ განცხადებას მალხაზ მაჩალიკაშვილი აკეთებს და თვლის, რომ მმართველი გუნდი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებება. მიუხედავად ამისა, შვილმკვდარი მამა უკან დახევას არ აპირებს.
„პატარაც რომ გაჟონოს თემირლანის სიმართლემ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც, ამათ თავზე დაემხობათ ეს ხელისუფლება. ამიტომ ისინი არც კომისიას შექმნიან არც დაზარალებული სტატუსს მომცემენ, არც ევროპაში გამიშვებენ ყველანაირად შეზღუდული ვარ. მე ამათ ვათქმევინებ, რომ სახელმწიფომ დააშავა ჩემს წინააღმდეგ,“-ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.