სოფელ ზემო ბოდბეში საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოვარდა. ეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის ჭერის ჩამონგრევის უკვე მეორე შემთხვევაა. ორივე ფაქტი წუხელ გვიან ღამით მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სოფელ ზემო ბოდბეში მდებარე საბავშვი ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაო 2016 წელს განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4000 ლარამდე თანხა დაიხარჯა. ზარალი 1000 ლარამდეა.
კომპანია, რომელმაც სამუშაო შეასრულა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შვილს ეკუთვნის.