17 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, ადვოკატმა, ცოტა ხნის წინ თავის დაწვა სცადა

პროტესტის უკიდურესი ფორმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან - ადვოკატმა, ცოტა ხნის წინ თავის დაწვა სცადა. უფლებამდამცველი ამტკიცებს, რომ თბილისში მიმდინარე მშენებლობების საქმეს პროკურატურა არ იძიებს. მთავარი საგამოძიებო უწყების შენობასთან, პროკურატურის უსაფრთხოების სამსახურია მობილზებული. ადვოკატი კი რომელმაც თავის დაწვა სცადა განაცხადა, რომ შემდეგ აქციაზე უფრო ორგანიზებულად იმოქმედებს.

"ეს ეხება ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, სადაც უნდა, რომ გამოძიებამ მე მცნოს დამნაშავედ.ნამდვილი დამნაშავე არის ის ადამიანი, ვინც მე თავს დამესხა -ნუგზარ არაბიძე, რომელიც აშენებს უკანონო მშენებლობას.

ის მზად არის ჩემი დისკრედიტაცია მოახდინოს და განაგრძოს უკანონო მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 2 მილიონიანი ღირებულების ქონებას შეადგენს. მე მზად ვარ დავიცვა ჩემი უფლებები ყველანაირი ხერხით. დღეს არ გამომივიდა ხელი შემიშალეს. 31 მაისს საღამოს 18:00 საათზე აქციას ვატარებთ, მაშინ მაინც გამომივა და ორგანიზებულად დავგეგმავ აღნიშნულს,“-ამბობს ადვოკატი ზურაბ ბეიტრიშვილი.

დღის ამბები