სტიქია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში - ადგილობრივები „კურიერთან“ ამბობენ, რომ მოსავლის გარეშე დარჩნენ. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
მოვარდნილმა წყალმა სოფელ ლემშვენიერაში ვენახები და ბაღები, თითქმის, მთლიანად გაანადგურა. სოფელში რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო ელექტროენერგია. მოსახლეობას ბუნებრივი აირიც არ მიეწოდებოდა.
„მე და ბავშვი ვიყავით მარტო, კაცები არ იყვნენ სახლში. ბავშვი მეხვეწებოდა, დედა გადამარჩინეო. არაფერს არ მივაქციე ყურადღება, ბავშვზე მქონდა ყურადღება გადატანილი. ყველაფერი გამიფუჭდა,“ - განაცხადა დაზარალებულმა.
სტიქიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში მსხვიფეხა რქოსანი პირუტყვი და ფრინველი იმსხვერპლა.
„ყველაფერი დაიხოცა. ამდენი წიწილა მყავდა. ამდენი ქათამი. მთელი 30 წელია ამას ვაშენებთ და ბოლოს წყალმა წაიღო,“ - აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილობრივები ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.
„ტექნიკა ყველაფერი გააფუჭა. საშინელებაა. ერთი საათის განმავლობაში მაგარი სეტყვა, წვიმა იყი, ვერ გაატარა, დაგუბებული იყო და კინაღამ ბავშვი დაიხრჩო,“ - იხსენებენ მომხდარს „კურიერთან“ ადგილობრივები.