მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა. საურავის ოდენობა კი 50 ლარიდან 40-ლარამდე შემცირდა. პარლამენტმა საკითხს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარა.
მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.
ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა.