შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის აგარაკთან ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე საინიციატივო ჯგუფთან ერთად ხვალიდან შიმშილობას იწყებს.
მისი განცხადებით, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა ერთი წლის წინ დასრულდა, თუმცა მედპერსონალს ამ დრომდე მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. ისინი დღემდე საქმიანობას ძველ შენობაში აგრძელებენ.
მედპერსონალი ამბობს, რომ კლინიკის გადაცემა ერთ-ერთი კერძო სადაზღვევო კომპანიისთვის იგეგმება, რასაც აპროტესტებენ და ითხოვენ შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩეს.
სწორედ ამ პრობლემებზე სასაუბროდ ითხოვენ ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას არ შეწყვეტენ.