ლარი რეკორდულად უფასურდება. ერთი ამერიკული დოლარი სავალუტო ჯიხურებში 2.85 ლარი ღირს. კომერციულ ბანკებში კი ერთი დოლარის ღირებულება 2.84 -2.85 ლარამდე მერყეობს.
ეს ლარის არსებობის 24 წლიან ისტორიაში ყველაზე დაბალი კურსია. აქამდე ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელი 2 ლარი და 82 თეთრი იყო.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი ცოტა ხნის წინ განსაზღვრა და ის 2.7997 ლარი გახდა. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსი 2.7876 ლარი იყო. კომერციულ ბანკებში და სავალუტო ჯიხურებში დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 83 თეთრი ღირდა.