17 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - მომხდარის გამოძიების მოთხოვნით ​აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა თბილისში აქცია გამართეს

თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების შემდეგ 2 წელი გავიდა - თუმცა, მთავარ კითხვებზე პასუხები ისევ არ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელია საქართველოს გენერალური პროკურატურა მუხთარლის საქმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იძიებს, უწყება გამოძიების შედეგებზე დუმს.

აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები ითხოვენ. მათ საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს.

„ჩვენ ვაპროტესტებთ აფგან მუხთარლის საქმეს თბილისში, იმიტომ რომ ის აქედან საქართველოს ხელისუფლებამ გაიტაცა.  სწორედ ამიტომ არ იძიებენ ამ საქმეს. მე მიწერია აქ, რომ გამომძიებელი ჟურნალისტი 2 მილიარდ დოლარად გაიყიდა საქართველოდან, რადგან თქვენს ქვეყანაში აფგანის გატაცებიდან ერთი თვის შემდეგ აზერბაიჯანული ორი მილიარდის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. საქართველო აღარ არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო ადგილი,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ჟურნალისტებისა და აქტივისტების განცხადებით, ორი წლის წინ ადამიანი გაუჩინარდა ქუჩიდან და დღემდე არ არის ცნობილი როგორ მოხდა ეს. მათი თქმით,  აფგან მუხთარლის გაუჩინარების შესახებ დეტალების ცოდნა მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ჟურნალისტებისა და ქვეყნის პარტნიორებისთვის.

დღის ამბები