17 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ამ საქმის გამოძიება, რადგან იციან რა მოხდა - აფგან მუხთარლის მეუღლე

ორი წელი თბილისიდან აფგან მუხთარლის გაუჩინარების შემდეგ - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლეს საქართველოსი მიმდინარე გამოძიების იმედი არ აქვს.

ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ ის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. მუხთარლის მეუღლე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის გამოძიება, რადგან ძალიან კარგად იციან რაც მოხდა სინამდვილეში.

„უკვე ორი წელია საქართველოს პროკურატურამ ვერ გამოიძია აფგან მუხთარლის მოტაცების ამბავი. ახლა ჩვენ ველოდებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებმა იციან რაც მოხდა.  თუმცა ქართულ ოცნებას და საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ამ საქმის გამოძიება, ამიტომ არ სჯის პროკურატურა არავის. ჩემი ქალიშვილი უკვე ორი წელია ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა იგი ელოდება და ენატრება მამა,“-ამბობს ლეილა მუსტაფაევა.

თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების შემდეგ 2 წელი გავიდა - თუმცა, მთავარ კითხვებზე პასუხები ისევ არ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელია საქართველოს გენერალური პროკურატურა მუხთარლის საქმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იძიებს, უწყება გამოძიების შედეგებზე დუმს.

დღის ამბები