17 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ანაკლიის პროექტი დააზიანა და უკან დახია - ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას ეხმაურება

"ეს არის დაუჯერებელი, რომ 28 დღის მანძილზე მთავრობიდან არავინ ამის შესახებ არ იცოდა," - ასე გამოეხმაურა ფოთში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი. ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ ანაკლიის პროექტი დააზიანა და უკან დახია. ახვლედიანის თქმით, ანაკლიის პროექტის შეფერხება კონკრეტული ძალებს ინტერესებშია, მათი ნაწილი კი ხელისუფლებაშია. მან კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.  

„ფაქტი, რომ გაიცა ნებართვა 2 მაისს და ამდენი ხნის მანძილზე იყო დაფარული, ეს ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არსებობენ ძალები როგორც ქვეყნის შიგნით ხელისუფლებაში, ასევე ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიზანმიმართულად ებრძვიან და იბრძვიან იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ანაკლიის პროექტს. ანაკლია არის ჩვენი მომავლის პროექტი, ჩვენი განვითარების, რეალიზების პროექტი და ამას სულ სხვა დატვირთვა აქვს. ეს არ არის მარტო პორტი. ამას სულ სხვა დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის კუთხით, დერეფნის კუთხით და არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი მოკავშირე ქვეყნებისთვის,“-განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ამ ფაქტმა გამოიწვია ინვესტორების და ბანკების შეშფოთება და ეჭვქვეშ დადგა ნდობის საკითხი.

„ჩვენ გვირეკავდნენ გუშინ საღამოს და გვიან ღამით ჩვენი პარტნიორები, ბანკები, ჩვენი ოპერატორი და გამოთქვამდნენ შეშფოთებას და იყვნენ შეშფოთებული იმით რაც ხდებოდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ნებართვა გაიცა 2 მაისს და 21 მაისს როცა შედგა ის მოლაპარაკების შეხვედრა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთოდ არაფერი არ თქმულა. ეს აყენებს ნდობის მომენტს და კიდევ ერთხელ აზიანებს ნდობას როგორც ჩვენი ინვესტორების მთავრობის მიმართ, ასევე პროცესის მიმართ,“-განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი, ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით  ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებასაც გამოეხმაურა. ლევან ახვლედიანის თქმით, მისთვის გაუგებარია მინისტრის განმარტება, რომ ამ ნებართვის გაცემის შესახებ თურნავამ არ იცოდა. 

დღის ამბები