17 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
"ქართული მუქი" - თინათინ ცხადაძის გამოფენა "დედიკას გალერეაში"

,,ქართული მუქი"- ასე ჰქვია თინათინ ცხადაძის გამოფენას, რომელიც "დედიკას გალერეაში" მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილია ირონიულ-გოთიკური სტილის გრაფიკული სერია პერგამენტზე. ეს არის აბსტრაქტული ისტორიები ქართველ ქალებზე.

მხატვარი თინათინ ცხადაძე პროექტზე 2017 წლიდან მუშაობდა. გამოფენა კიდევ ათი დღე გაგრძელდება.

„ეს პროექტი პრინციპში არის ქართველ ქალებზე, ისტორიებია, აბსტრაქტული ისტორიებია, რომლებიც თითქოს და რაღაც კონკრეტულსაც გულისხმობენ, მაგრამ თან არ ამტკიცებენ არაფერს. გარკვეულწილად ეს არის ერთგვარი იმპროვიზაციები და მე თვითონ მაინტერესებდა ასეთი დაფარული მხარეების კვლევა ცოტა მძიმე ხასიათის ერთგვარი ქართული და რაღაც გარკვეულ წილად ამ ფორმით გამოვხატე,“ - განაცხადა თინათინ ცხადაძემ.

დღის ამბები