ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტით ამ დანაშაულისთვის სასჯელის მინიმალური ზომა ჯარიმა იქნება, მაქსიმალური კი 2 წლით პატიმრობა.
იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა საგნით, სასჯელი მძიმდება. ასევე, დამძიმდება სასჯელი თუ სრულწლოვანი არასრულწლოვანს დაიყოლიებს ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობაზე.
კანონპროექტის მიხედვით, პასუხისმგებლობა ქუჩური გარჩევის პასიურ მონაწილეებსაც შესაძლოა დაეკისროთ. კაკნონში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებენ და მეტ დაზუსტებას ითხოვენ ოპოზიციის წევრები, ასევე უმრავლესობის ყოფილი დეპუტატები.
მათი თქმით, ეს ჩანაწერი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ის შესაძლოა, ხელისუფლების ხელში იყოს ბერკეტი რეპრესიული მიზენებისთვის.