საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამბობს, რომ პრობლემები მხოლოდ კიბერდანაშაულის გამოძიების მიმართულებით არსებობს.
თუმცა კითხვამ, "არის თუ არა პრობლემა გახმაურებული საქმეების გამოძიების მიმართულებით," გიორგი გოგაძის გაღიზიანება გამოიწვია. მან ჟურნალისტებს უფასო ტრენინგი შესთავაზა, სადაც მსოფლიოში არსებული გამოუძიებელი მნიშვნელოვანი საქმეების შესახებ საუბარს პირადად დაჰპირდა.
„კიბერდანაშაულის ნაწილში გვაქვს პრობლემები. არ გვაქვს პრობლემები, გამოძიება არის ცოცხალი პროცესი. არის გამოძიებები, სადაც ძალიან მალე არის წარმატებები, არის გამოძიებები სადაც დრო სჭირდება, არის გამოძიებები მსოფლიოში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეზე, სადაც შედეგი არ არის დამდგარი და თუ არ გსმენიათ ამის შესახებ მე გთავაზობთ პირადად ნებისმიერ დროს, მოკლე ტრენინგს ჩაგიტარებთ და მიმოხილვას მსოფლიოში არსებულ სიტუაციებზე და გამოწვევებზე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნების,თუ თქვენ დაინტერესდებით პროკურატურაში დაგითმოთ დრო და უფასო ტრენინგი მოგაწოდოთ,"-განაცხადა გოგაძემ.