17 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
ბათუმის ვიცე-მერი და განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დააკავეს 

სამართალდამცველებმა ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბაგრატ მანველიძე დააკავეს. 

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორივე მაღალჩინოსანი საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება მერიის ფინანსების განკარგვას. 

განცხადება აჭარის საოლქო პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდება. ბრიფინგი საგამოძიებო უწყებაში 17:00 საათზე ჩაინიშნა. 

დღის ამბები