17 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
იუსტიციის საბჭო ცდილობს მიჩქმალოს საკუთარი საქმიანობა - ანა დოლიძე 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, სხდომა ორშაბათს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საბჭოს ხელმძღვანელობამ ის პარასკევს დანიშნა. დოლიძე მომხდარს მნიშვნელოვანი საკითხების მიჩქმალვის მცდელობად აფასებს.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, აქტუალური თემები, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი, საზოგადოების ყურადღების მიღმა დატოვოს.

„იუსტიციის საბჭო ცდილობს რა გააკეთოს, იმის მაგივრად, რომ იმუშაოს, საქმით უპასუხოს კრიტიკას საჯაროობასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადატვირთულობასთან დაკავშირებით, კონკურსთან დაკავშირებით, ამის მაგივრად ცდილობს მიჩქმალოს საკუთარი საქმიანობა, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წინ, ნაკლებად გაახსენოს თავი მოსახლეობას. ამას უკავშირდება ორშაბათის მაგივრად სხდომების დანიშვნა პარასკევს,“-აცხადებს დოლიძე.

საბჭოს არამოსამართლე წვერის ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებენ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები. ისინი ანა დოლიძე სხდომების დანიშვნის წესისა და რეგლამენტის გაცნობას ურჩევენ.

დღის ამბები