არასრულწლოვანის ოჯახი, რომელიც სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილის სახლთან პერმანენტულ აქციებს იწყებს - პარალელურად საქმეში ერთვება ცენტრი “ემპათია”.
ორგანიზაცია მოზარდზე განხორციელებულ წამებაზე საუბრობს. ცენტრი “ემპათია” ადვოკატების დახმარებით, აპირებს მიმართოს პროკურატურას, რათა საქმის მასალები გამოითხოვონ.
„არასრულწლოვანზე განხორციელდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც ჩვენს მიერი წინასწარ შეფასებული იქნა პირველადი იდენტიფიკაციისას, როგორც წამება. გამოყენებული იქნა წამების სხვა და სხვა მეთოდები , როგორც ცემა სხვა და სხვა ბლაგვი საგნების გამოყენებით, ასევე სექსუალური ძალადობის მუქარა, რაც განიხილება პირდაპირ როგორც ძალიან მძიმე წამების მეთოდი.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამან მოახდინა ზეგავლენა ადამიანზე როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ფსიქოლოგიურადაც ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა, საჭიროებს რეაბილიტაციას. ცენტრი „ემპათია“ ადვოკატების და თვითონ დაზარალებულის და თვითონ მშობლის მიმართვით ამ საქმეში. ჩვენ, რა თქმა უნდა, რეაბილიტაციას განვახორციელებთ მთლიანად ოჯახის და ამ არასრულწლოვანის,“- აცხადებს ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.