17 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
თავდასხმა სანდრა რულოვსზე და „ოდიშის“ ჟურნალისტზე - ლევან თორია პროკურატურას საქმის მასალების გაყალბებაში ადანაშაულებს 

ტელეკომპანია „ოდიშის“  ჟურნალისტი  პროკურატურას საქმის მასალების გაყალბებაში ადანაშაულებს. საუბარია ლევან თორიას საავტორო გადაცემის დროს მომხდარ თავდასხმაზე, რა დროსაც გადაცემა „ლუსტრაციის“ ავტორი ინტერვიუს სანდრა რულოვსთან წერდა.

ლევან თორიას განცხადებით, საქმე ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით არ დაწყებულა და პროკურატურა საქმის გაყალბებას ცდილობს.

„საქმე მიმდინარეობს არასწორად. კერძოდ, არ მიმდინარეობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით საქმე, რაც არის უფრო მძიმე ბრალი და ეს ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის სრულფასოვანი გამოძიება და მე მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, სახალხო დამცველს, რომ მოახდინონ რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით,“- განაცხადა თორიამ.

დღის ამბები