ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ ბიზნესმენმა მანანა შანავამ კარავი გაშალა. მან პირის ამოკერვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.
ბიზნესმენი ზუგდიდის ცენტრში მის საკუთრებაში არსებული 9 ათასი კვადრატული მეტრამდე მიწის ნაკვეთის წართმევას აპროტესტებს.
მისი თქმით, ის სასამართლომ ორჯერ ცნო დაზარალებულად, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზებით არ აძლევს საშუალებას პროექტი განახორციელოს და სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს.