ნატვრის ხე მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის - ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 62-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ივერთუბანში არსებული თავშესაფრის ბავშვების ოცნებები და სურვილები წინასწარ გაიგეს და მათთვის საჩუქრები მთელ სკოლაში შეაგროვეს.
ველოსიპედი, ბალერინას პუანტები, კოსმეტიკა, ყოველდღიური ნივთები, სათამაშოები, 62-ე სკოლის მე-8 კლასელებმა თავშესაფარში დღესვე წაიღეს და 18 მოზარდი დღეს ამ საჩუქრებს მიიღებს. ამით სკოლის მოსწავლეებმა მზრუნველობა მოკლებულებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს.